dimanche 1 juin 2008

ლევანის მოწყენილობა მის სიმღერასაც ეტყობა



აუტსაიდერი ლევანი მოწყენილია, ეს განწყობა მის სიმღერასაც დაეტყო. ის რეპეტიციაზე მოდუნებულია და სიმღერასაც უემოციოდ ასრულებს. მას სტუდენტებმა ურჩიეს, მისამღერის დროს დარბაზი აეყოლიებინა და ხალხიც აემღერებინა, მერე კი საკონცერტო დარბაზის პატარა იმიტაცია გააკეთეს, სადაც მაყურებლის როლში პედაგოგები და დანარჩენი სტუდენტები იყვნენ. პედაგოგებმა ლევანს უსაყვედურეს, ჩვენ ვერ აგვიყოლიე და მაყურებელს როგორ აიყოლიებო. რეპეტიციის დროს ლევანის სიმღერაზე ანიმ ცეკვა დაიწყო, თუმცა ლევანი მას ცეკვაში ვერ აჰყვა, ნინო ჩაჩავამ ისიც კი აღნიშნა, ანის ცეკვაზე თუ დაიბენი, კონცერტის დროს სცენაზე ნამდვილი ფანი რომ ამოგიხტეს, სიმღერა საერთოდ დაგავიწყდებაო.







0 commentaires: