mercredi 4 juin 2008

ლევანი დღის გმირი გახდა

მიუხედავად პროექტიდან გავარდნისა, ლევან დობაძიშვილი მაინც დღის გმირი გახდა. მან სიმღერის საუკეთესო შესრულებისთვის რადიო ”ფორტუნას” დიპლომი მიიღო. დიპლომი მას პირადად აკადემიის რექტორმა გეგა ფალავანდიშვილმა გადასცა რადიო ”ფორტუნას” ოფისში, სადაც ლევანი პირდაპირ ეთერში ინტერვიუსთვის დაიბარეს. ინტერვიუზე მან აკადემიაზე და საკუთარ რეპერტუარზე ისაუბრა. საუბარს გეგა ფალავანდიშვილიც შეუერთდა.
ამგვარად, ლევან დობაძიშვილის მიერ შესრულებული I've got my mind set on you ერთი კვირის მანძილზე იტრიალებს პროექტის პარტნიორი რადიოს ეთერში.