ანი და ლევანი ერთმანეთს ძალიან დაუახლოვდნენ. მათი დაახლოება მიშას ხუმრობის საგანიც გახდა. ლორენის ქორწინების ამბის გაგების შემდეგ, მიშამ ანის და ლევანს უთხრა, მომავალ პარასკევს თქვენც მოგიხერხებთ რამესო. მერე დიტოს მიუბრუნდა, სამი გოგო და სამი ბიჭი დავრჩით, დობაძოვკას თუ ჰყავს ”ნაპარნიკი”, ჩვენც ვიშოვოთო და მარიკოს დაუძახა.მოგვიანებით, ლევანი და ანი თამაშობდნენ, ლევანი ანის სახეზე ურტყავდა ხელებს, ნერვების მოშლის ახალი მეთოდიაო. ისინი დიდხანს ჯიკაობდნენ, მიშამ წყვილს შორიდან დიდხანს უყურა, მერე მარტოობა მოსწყინდა, ლევანს და ანის ახლოს მიუჯდა და მათი თამაშის ”გახმოვანება” დაიწყო, ისიც დაამატა, მძაფრსიუჟეტიან კინოს ვუყურებო.


0 commentaires:
Enregistrer un commentaire