dimanche 1 juin 2008

ლევანს სიმღერა კარგად არ გამოსდის

აერობიკის ვარჯიშის მერე მიშა გამხიარულდა, სამაგიეროდ, მეორე აუტსაიდერი, ლევანი ჩანდა ცუდ ხასიათზე. მან სიმღერის დროს ბევრი შეცდომა დაუშვა. მისი მოდუნება პედაგოგებმა შეამჩნიეს და ის და სხვა სტუდენტები დამოძღვრეს. ნინო ჩაჩავამ სტუდენტებს უთხრა, რომ პროექტიდან გასვლის მერე მათ ბევრი წინააღმდეგობა დახვდებათ წინ და გონს მოგება ურჩია. მანანა მორჩილაძემ კი დაამატა, რომ პროექტის მოგება მთავარი არ არის, რადგან ბევრ სხვა კონკურსში წაგებულები უფრო ახსოვს მაყურებელს, ვიდრე გამარჯვებული კონკურსანტები, თანაც სტუდენტებს გულშემატკვირები უმესიჯებენ და უფლება არ აქვთ ყურები ჩამოყარონ.

0 commentaires: