dimanche 1 juin 2008

სტუდენტები სიღნაღში ჩავიდნენ

სიღნაღისკენ მიმავალ გზაზე სტუდენტებმა ბევრი იმხიარულეს. მათ ნეფე-პატარძლის ჩაცმულობაც განიხილეს. ყველამ დაასკვნა, რომ სიძე აუცილებლად ჩოხაში იქნებოდა გამოწყობილი. გზაში მათ სიმღერითაც შეიქციეს თავი.
როგორც კი სტუდენტებმა ავტობუსიდან ფეხი ჩამოდგეს, მათ პროექტიდან გავარდნილი მონაწილეები დაინახეს. ძველ მეგობრებთან შეხვედრით ყველა ბედნიერი იყო. თოთხმეტი აკადემიელი, ისევ ერთად შეიკრიბა. მათ ბევრი იხუმრეს, იცინეს, ფოტოსურათები გადაიღეს და ავტოგრაფებიც დაარიგეს. მიშას იდეა მოუვიდა: მან ლევანს და ანის ხუმრობით დაქორწინება შესთავაზა და მათი ხელმოწერისთვის კალამიც მოითხოვა. ანი და ლევანი მეგობრებს ხუმრობაში აჰყვნენ. მერე ყველა ერთად ქორწინების სახლთან ნეფე-პატარძლის გამოჩენას დაელოდა.

0 commentaires: