ანის და ლევანის თბილი ურთიერთობა პროექტში გრძელდება. ისინი ჯერ ერთმანეთს საიდუმლოდ წერილებს სწერდნენ. მიმოწერის აკრძალვის მერე, ანიმ სიყვარული დაფაზე გადმოიტანა.
ის შემოსასვლელში ჩამოკიდებულ დაფასთან მივიდა და თავისი და ლევანის სახელები დაწერა. გვერდით ისარგაყრილი გულიც მიახატა, მაგრამ მალევე წაშალა და გული ვარსკვლავებით შეცვალა.
მერე ლევანთან ”ბზუილით” შევიდა სარეპეტიციოში. ლევანს რეპეტიცია არ შეუწყვეტია, ამიტომ ანი იძულებული გახდა გამოსულიყო, მაგრამ ძალიან დიდხანს იყო ატუზული დერეფანში და ელოდებოდა, როდის გამოვიდოდა ლევანი ვოკალის ოთახიდან, რომ ”შეეშინებინა”.
0 commentaires:
Enregistrer un commentaire