samedi 3 mai 2008

გულახდილობის საღამო აკადემიაში



საღამოს ყველა ერთ ოთახში შეიკრიბა და ერთმანეთს უზიარებდა, ვის ვინ მოსწონდა.
ნიკა როყვამ აღნიშნა, ამ პროექტში ერთი ადამიანი ძალიან მიყვარსო, იგივე თქვა გიო ჯალაღანიამ, ისიც თქვა თუ გავვარდი, ეს ადამიანი ძალიან მომენატრებაო. თუმცა არც
ერთს არ დაუკონკრეტებია, გოგო იყო ეს ადამიანი თუ ბიჭი. ანიმაც განაცხადა, მე ორი ადამიანი მომენატრებაო. მისი რჩეულების გამოცნობა არც ერთს არ გასჭირვებია. ყველამ სიცილით აღნიშნა, ერთი მარი იქნება, მეორე ლევანიო. ლევანმა ისიც განაცხადა, პროექტში აკრძალული ხომ არ არის, ერთმანეთს ვუთხრათ, მიყვარხარო.

მოგვიანებით, ლევანი ანისთან და ნინო ღვთაძესთან ერთათ მოსაწევ ოთახში განმარტოვდა. ისინი ლაპარაკობდნენ იმაზე, თუ რა უნდოდათ იმ წუთში ყველაზე მეტად. ლევანმა აღნიშნა, რომ მას რაღაც სასიამოვნო და ემოციურად დატვირთული სჭირდება. ანიმ - მე მინდა ეს კამერები ნახევარი საათით მაინც ჩამოხსნანო. ლევანმა გამოკითხვა დაუწყო, რას გააკეთებდიო. ნინომ ანი გააფრთხილა, გაჩუმებულიყო და ლევანის მაპროვოცირებელ კითხვებს არ აჰყოლოდა. მერე ისიც დაამატა, ლევანი მამაკაცების ტიპიური წარმომადგენელიაო.

0 commentaires: