skip to main |
skip to sidebar
საღამოს ლევანმა ანის რაღაც აწყენინა, ანი ატირებული შევიდა საძინებელში. ნათიამ ლევანს ურჩია, ანისთან დანაშაული გამოესყიდა. ლევანმა სცადა კიდეც, მან ნათიას ყვავილები აიღო, მისივე დახმარებით წყალში ჩადო და ჭიქა ლამაზად შეფუთა, თუმცა მერე გადაიფიქრა, და ”ძღვენი” ნიკას გაატანა, თან დააყოლა, ამაში ცივი წყალია და თუ ეწყინა, დალიოსო. ნიკამ ანის ლევანის დანაბარები გადასცა, გამწარებულმა ანიმ გადაწყვიტა, წყალი ლევანისთვის შეესხა, ნათიაც აქეზებდა, მაგრამ ანი ლევანისთვის ყვავილების თავზე დაყრას დასჯერდა. ნაწყენი ანი ისევ დასაძინებლად დაწვა.

0 commentaires:
Enregistrer un commentaire