საღამოს, როდესაც ყველა ისვენებდა, ნათიამ მუთაქების სროლა დაიწყო, რომელშიც ყველა ჩაება. დიდ ოთახში მუთაქები და ბალიშები დაფრინავდა. მაგრამ ეს გართობა კარგად არ დამთავრებულა.
ნათიას მძიმე მუთაქა მოხვდა და ატირდა. როგორც აღმოჩნდა, მუთაქა მას მიშამ მოარტყა. ნათიას ლევანი გამოესარჩლა. მიშამ თავი დაიცვა, ყველას მიშა რატომ გაკერიათ პირზეო, ისიც თქვა, მე ყველაზე პატარა მუთაქა მეჭირაო. ლევანი ისე გაბრაზდა, რომ თითქმის შეურაცხყოფაზე გადავიდა: მიშას უთხრა, თავი არ მაგინებინოო.
მოგვიანებით ლევანს ნინო ღავთაძე ვალერიანის წვეთებს სთავაზობდა დასამშვიდებლად. ბექამაც ურჩია ლევანს, დამშვიდებულიყო და ცხელ გულზე არაფერი ეთქვა.
მიშა და ლევანი ბოლოს შერიგდნენ. პირველად ჩამოსართმევად ხელი ლევანმა გაუწოდა.


0 commentaires:
Enregistrer un commentaire