samedi 3 mai 2008

ლევანის სასიყვარულო ისტორია გრძელდება












ლევანს მასზე შეყვარებულ სამ გოგოს შორის არჩევანი ჯერ არ გაუკეთებია. ის სამივესთან ერთნაირად მეგობრობს.
ლევანი ვოკალის გაკვეთილზე ანისთან და მარისთან ერთად ხელჩაკიდული იჯდა. მერე გადაწყვიტა, ანი გაებრაზებინა. სადილის დროს ხუმრობით უთხრა, გადი ჭამაში ხელს გვიშლიო. ანიმ მისი ხუმრობა სერიოზულად მიიღო და ოთახიდან გაბუტული გავიდა.
ლევანმა ნიკას უთხრა, ადრე ასეთი რაღაცეები არ სწყინდა, ახლა რა ემართებაო.თუმცა ლევანი ამაზე არ შეჩერებულა. გაბუტული ანი იმით უფრო გააღიზიანა, რომ მისი თანდასწრებით ნათიას კომპლიმენტებს ეუბნებოდა. ანიმ წყენა არ შეიმჩნია და თაფლიანი რძის სმა გააგრძელა. მოგვიანებით ლევანი გვერდით მიუჯდა ანის და გულახდილად ჰკითხა, რა გიტყდებაო. ანიმ უთხრა, რომ ლევანისგან საშინელი ემოცია მოდიოდა, ეს მის გამომეტყველებაში იგრძნობოდა, ისიც აღნიშნა, რომ ლევანს თავის საქციელზე დაფიქრება არ აწყენდა. მერე უხეშობაში დასდო ბრალი. მათი გულახდილი საუბარი შერიგებით დასრულდა.


0 commentaires: