samedi 3 mai 2008

მარის გაურკვეველი პრეტენზიები გაუჩნდა ლევანთან






მარი ბოლქვაძემ, სრულიად მოულოდნელად, ლევანს განუცხადა, რომ მასზე განაწყენებული იყო. მათ ამ თემაზე ბევრი ისაუბრეს. გოგოებმა მარის გაუგეს. ლევანი კი ბოლომდე გაურკვევლობაში დარჩა.
ჭურჭლის რეცხვისას მარიმ ლევანს განუცხადა, ხანდახან ვერ ხვდები სადაა ზღვარი, და არ იცი, რომ ამ ზღვრის გადასვლა არ შეიძლებაო. მარიმ ისიც დაამატა, რომ ლევანმა რამდენჯერმე აწყენინა, მაგრამ აქამდე ყლაპავდა და ივიწყებდა იმიტომ, რომ მის მიმართ განსაკუთრებული გრძნობები ჰქონდა. მარის ანიმაც აუბა მხარი. მათ ლევანს რაღაცეების მიმართ გულგრილობაში დასდეს ბრალი, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, რას გულისხმობდნენ.



გაკვირვებული ლევანი მარის ჩაეძია იმ იმედით, რომ გაიგებდა მისი წყენის მიზეზს, მაგრამ ამაოდ, გოგონებმა განაცხადეს, რომ კამერების თანდასწრებით არ უნდოდათ ამაზე საუბარი. ლევანი გაბრაზდა და გოგოებს უთხრა, მაშინ კამერებში შენიშვნაც არ უნდა მომცეთო.
ლევანს ხასიათი გაუფუჭდა, ჯერ ნიკას გაუზიარა თავისი გრძნობები, მერე საძინებელში განმარტოვდა და გიტარას უკრავდა.
ღამით გოგონები ლევანზე ჭორაობდნენ. მარიმ თქვა, ვიცი, კარგი ადამიანია და ამიტომაც შემიყვარდა, გულში ყველაფერს ვპატიობ, მაგრამ მინდა მოლბესო. ლევანს მარის წყენა აღარ ახსოვდა. მიშა ბიჭებს თავისი პაროდიებით ართობდა.


0 commentaires: