
ბოლო ვოკალის მეცადინეობებზე ლევანს გვერდით ხან ნათია მიქაძე უჯდება და თვალს არ აცილებს, ხან ანი სუბელიანი. გოგოები სულგანაბულები უსმენენ რეპეტიციაზე ლევანის გამოსვლას.
ნათიას რეპეტიციაზე სიმღერა შეეშალა, ვოკალის პედაგოგმა ნინო ჩაჩავამ ისიც კი აღნიშნა, გაერთო, ვიღაცას თვალებში ჩახედა და დაიბნაო.

საღამოს გოგონებმა განაცხადეს ვიპრანჭებითო. ანიმ ისიც აღნიშნა, რომ ხანდახან ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ქალები ვართო. მათ მაკიაჟი გაიკეთეს. ლამაზი კაბები ჩაიცვეს და მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე შედგნენ. გამოპრანჭული ანი სამზარეულოში გავიდა და ლევანს და დანარჩენ ბიჭებს თავს აწონებდა. ლევანმა ანი კომპლიმენტებით გაანებივრა. მას რუბენსის ნახატი უწოდა, მერე უთხრა ძალიან მაგარი ქალი დადექიო, ისიც დაამატა, შენი სილამაზით კამერებიც დნებაო.

მესამე გოგონა, რომელსაც ლევანის მიმართ განსაკუთრებული გრძნობები გაუჩნდა, მარი ბოლქვაძეა. მან თვისი პირით აღიარა, რომ ლევანი ძალიან შეუყვარდა
0 commentaires:
Enregistrer un commentaire