
ლევანი ლმობიერი მამასახლისია, ამის გამო რექტორისგან შენიშვნა მიიღო. რექტორმა სტუდენტები თავის კაბინეტში დაიბარა. მან ლევანს ურჩია, უფრო მობილიზებული და კატეგორიული გამხდარიყო და უფრო მკაცრად მოეთხოვა სტუდენტებისგან გრაფიკის დაცვა და სახლის საქმეების გაკეთება. ლევანი ყველას მეგობრული ტონით ელაპარაკება, რაც ზოგიერთ სტუდენტზე არ ჭრის. რექტორმა გააფრთხილა, რომ, თუ თავის მოვალეობას ცუდად შეასრულებს, თვითონვე დაისჯება, რადგან კონცერტზე მისი ფანები ვეღარ მოვლენ, რამაც შეიძლება ლევანის გამოსვლაზეც იმოქმედოს.
0 commentaires:
Enregistrer un commentaire