
ყოფილი და ახალი საქმეთა მმართველების საქმისადმი განსხვავებული დამოკიდებულება განსხვავებულ ემოციებს იწვევს სტუდენტებში. ნინო ღავთაძე ლევანს მამასახლისობას უწონებს და მას ამ თანამდებობისთვის შესაფერისად თვლის, რადგან მეგობრებთან ურთიერთობა ლევანს უფრო კორექტულად გამოსდის, ნათია კი როლში მეტისმეტად შეიჭრა, და სტუდენტებს უხეშად ელაპარაკებოდა. ბექას პირიქით, ნათიას დედასახლისობა უფრო მოსწონს, რადგან ამ დროს სახლში ყველაფერი წესრიგში იყო. თავად ნათია ცდილობდა, მეგობრებისთვის აეხსნა, რატომ იქცეოდა ასე მკაცრად და რატომ ერჩივნა, წესრიგის დამრღვევთათვის თუნდაც უხეშად მიემართა.
მისი აზრით, თუ ერთ ”დანაშაულზე” თვალი დახუჭე, ის ადამიანი იგივეს გაიმეორებს. ყოფილმა დედასახლისმა აღნიშნა, რომ თავისი სიმკაცრით ის აკადემიის ინტერესებს ემსახურებოდა. ნათიამ ისიც კი შენიშნა, რომ როდესაც სახლში უწესრიგობა იყო, კონცერტიც ჩავარდა, წინა კვირის კონცერტი კი კარგი გამოვიდა, რადგან, მისი წყალობით, სახლში ყველა წესებს ემორჩილებოდა.

0 commentaires:
Enregistrer un commentaire