samedi 3 mai 2008

ბიჭებმა აბაზანა დაალაგეს

ბიჭების აბაზანა დაიტბორა და დაბინძურდა, ამიტომ ლევანმა, ნიკამ და მიშამ მისი დასუფთავება გადაწყვიტეს. მიშამ იატაკის მოსაწმენდი ჯოხი ნიკას შეაჩეჩა ხელში, თუმცა ამისთვის მასთან ჯიკაობა დასჭირდა, თვითონ ნიჟარის გახეხვა აიღო თავის თავზე, ლევანს კი აბაზანა უნდა გაეწმინდა. დიდი ხნის მერე, როგორც იქნა, ყველაფერი დაასუფთავეს. ნიკა მიშას გაეხუმრა, მასეთ ფორმაში ფრედი მერკურის გავხარო, ლევანმა კი დაამატა, მხოლოდ მინი-ქვედაბოლო და ულვაშები გაკლიაო.

0 commentaires: