samedi 3 mai 2008

ნათიამ ესტაფეტა ლევანს გადააბარა


ბოლო კონცერტზე რექტორატმა ლევან დობაძიშვილი გადაარჩინა. წესების მიხედვით, სახლის საქმეთა მმართველი ამ კვირაში სწორედ ის უნდა გახდეს. ამგვარად, ნათიას მოვალეობები ლევანს დაეკისრა. ნათიას კი, იმის გამო, რომ საქმეს თავი წარმატებით გაართვა, თავის ფან-კლუბთან შეხვედრის უფლება მისცეს.
თუმცა, ლევანი წინამორბედისგან განხსვავებით, ბევრს არ ფიქრობს სახლის სამეებზე. ორშაბათს ნიკას, მიშას და ნათიას შუადღეს ჩაეძინათ, რაც პროექტის წესების მიხედვით აკრძალულია. ლევანმა კი ისინი არ გააღვიძა. მერე მიხვდა, რომ ამის გამო შეიძლებოდა დასჯილიყო, ამიტომ პირველ რიგში ნათიასთან მივიდა, და ჰკითხა, რა სასჯელს დააკისრებდნენ მოვალეობების უგულვებელყოფისთვის. ნათიამ აუხსნა, რომ მის ფანებს კონცერტზე არ დაუშვებდნენ, რაც ლევანს არ მოეწონა, ამიტომ ნათიას დაწვრილებით გამოჰკითხა, რა ვალდებულებები ეკისრება მამასახლისს. ნათიამ დაუზარებლად აუხსნა, და დახმარებაც კი შესთავაზა. მან სამზარეულოს დაგვა დაიწყო, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ უერთგულა ლევანს, დიასახლისობა დაეზარა და ოთახის გვა შუა გზაზე მიატოვა.

0 commentaires: