
შაბათს, 26 აპრილს კომპანია ”მაგთიმ” სტუდენტებს სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყო. მათ საჰაერო ბუშტით იფრინეს. ”მაგთის” წამომადგენელმა ბიჭებს სთხოვა, ერთი გოგო ამოერჩიათ, ვისთან ერთადაც ფრენა უნდოდათ. დიტომ მარგო აირჩია, ბექამ - ნინო, ლევანმა - ქეთი, მიშამ - ნათია.

რადგან გოგოების რაოდენობა შაბათისთვის ბიჭების რაოდენობას აღემატებოდა, ერთი გოგო, ანი, საჰაერო ბუშტით მარტო აფრინდა, თუმცა ამაზე გული არ დასწყვეტია, პირიქით, განაცხადა, რომ მარტო ფრენით დიდი სიამოვნება მიიღო. ბექამ კი თქვა, რომ იგი დიდი ხანი ოცნებობდა ფრენაზე და ეს ოცნება ”მაგთიმ” აუხდინა.
0 commentaires:
Enregistrer un commentaire