ამ კვირაში სახლის საქმეები და დღის განრიგის დაცვა ლევან დობაძიშვილს აბარია. მაგრამ ის, წინამორბედისგან განსხვავებით, მკაცრი არ არის, ამიტომ მას მეგობრები არ უჯერებენ.
დილით, ლევანმა ტრადიციულად, გოგოებიც და ბიჭებიც ცხრა საათზე გააღვიძა, მაგრამ მისმა საუკეთესო მეგობრებმა, ანიმ და ნიკამ ძილი მაინც განაგრძეს. ამის გამო, მათ შენიშვნა აერობიკის ინსტრუქტორისგან მიიღეს, რომელმაც აუხსნა, რომ თუ სტუდენტები ლევანის მითითებებს არ შეასრულებენ, ამის გამო, ლევანი დაისჯება და მათ ეს კარგად იციან. თუ განრიგს არ დაიცავენ, გამოდის, რომ ლევანს არ სცემენ პატივს. მასწავლებლის შენიშვნის და ლევანის თხოვნის მიუხედავად, ნიკა მოგვიანებით, დიდ ოთახში დასაძინებლად მიწვა.
samedi 3 mai 2008
ლევანი ლმობიერი მამასახლისი გამოდგა
Inscription à :
Publier les commentaires (Atom)

0 commentaires:
Enregistrer un commentaire