vendredi 16 mai 2008

სიმთვრალემ სტუდენტებზე ცუდად იმოქმედა

სადღეგრძელოების მერე, სტუდენტები გართობის ხასიათზე მოვიდნენ და ერთმანეთს ”საჭმლის ომი” გამოუცხადეს. ინციატორები ანი და ლევანი იყვნენ. ლევანს სულ დაავიწყდა, რომ მამასახლისია და სახლში წესრიგი უნდა დაიცვას. ის ანის არაჟნით ”გაუმასპინძლდა”, ანიმაც არ დაუთმო. მათ მთელი სახლი საჭმლით მოსვარეს. ამ გართობას მიშა სულუხია და ნიკა როყვაც შეუერთდნენ. ვერც დიტო ასცდა გაწუწვას. საერთო მხიარულებაში არ ჩაბმულან მარიკო და ქეთი. მარიკომ ლევანს ისიც კი შეახსენა, რომ მამასახლისია და უწესრიგობის გამო შეიძლება ისევ დაისაჯოს.
ხანმოკლე გართობის მერე, სტუდენტები გონს მოეგნენ და სახლის დასუფთავებას შეუდგნენ.


0 commentaires: