vendredi 16 mai 2008

ლევანს სიმღერა შეუცვალეს


სტუდენტებს სიმღერები გეგა ფალავანდიშვილმა კონცერტის მეორე დღეს დაურიგა. ლევანს ჯემიროქუაის Talulah შეხვდა. მას სიმღერა არ მოეწონა და ამის გამო ცუდ ხასიათზე დადგა. მას ანიმ დახმარება შესთავაზა და სიმღერის სიტყვების გამოთქმაში ავარჯიშებდა. მერე ისიც ჰკითხა, ხომ არ გინდა სიმღერა შეგიცვალონო. ლევანმა იუარა.
მაგრამ სიმღერა მას მაინც შეუცვალეს, რადგან აშკარა იყო, რომ ლევანის განწყობაზე ამ მდგომარეობამ უარყოფითად იმოქმედა. ის ვოკალის პედაგოგმა ნინო ჩაჩავამ საკლასო ოთახში გაიყვანა და ლენი კრავიცის სიმღერა American woman მოასმენინა. ლევანს ახალი სიმღერა ძალიან მოეწონა, თუმცა ჯემიროქუაის სიმღერა მაინც დაიტოვა და იმედი აქვს, რომ მომავალში მასაც მოამზადებს.



0 commentaires: