samedi 3 mai 2008

ლევანის ფანები კონცერტს ვერ დაესწრებიან


ლევანი უწყინარი ხუმრობისთვის მწარედ დაისაჯა. მისი ფანები კონცერტზე ვეღარ მივლენ.
ლევანის სულელური ხუმრობის გამო, ვოკალის გაკვეთილს ვერ დაესწრნენ ვერც ანი და ვერც თავად ლევანი. მაგრამ ლევანის დასჯა ამით არ დამთავრებულა. ვოკალის ოთახიდან გამოსულ სტუდენტებს სახლში რექტორი გეგა ფალავანდიშვილი ელოდა. მან აღნიშნა, რომ ლევანი არც მანამდე ეკიდებოდა თავის მამასახლისობას გულისყურით, ახლა კი სულ გადაამლაშა, რადგან მის გამო ანიმ რეპეტიცია გააცდინა. ამის გამო ლევანი დაისჯება, სასჯელი კი სასტიკია, მისი ფანები კონცერტს ვერ დაესწრებიან და ლევანს ვეღარ გაამხნევებენ, რამაც შეიძლება მის გამოსვლაზე იმოქმედოს.
ანიმ ლევანის მდგომარეობა განიცადა. მან ტირილი დაიწყო. ის წუხდა, რომ მისი სიჯიუტის და კაპრიზის გამო, ლევანი ცუდ დღეში აღმოჩნდა.

1 commentaires:

Anonyme a dit…

auu chemi magari cudia ro levanis fanebi ver mivalt koncertzee