vendredi 16 mai 2008

ლევანზე სასჯელმა იმოქმედა

ლევანზე ახალმა სასჯელმა იმოქმედა, ის საქმეს უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება. თუმცა მეგობრები მას ანგარიშს არ უწევენ. ლევანმა ცხრილი დროულად ჩამოწერა და ყველა სტუდენტს სათითაოდ შეატყობინა ინდივიდუალური რეპეტიციის დაწყების დრო.
თუმცა, თავად სტუდენტები ლევანს ანგარიშს არ უწევენ. ანის ჯერ მოსაწევ ოთახში ჩაეძინა და სირენამ გამოაღვიძა. მერე თავის ტკივილი მოიმიზეზა და ლოგინზე მიწვა. ლევანმა მას დაძინების საშუალება არ მისცა, რაზეც ანი ძალიან გაღიზიანდა და ცრემლებიც კი მოადგა. მან ლევანზე თქვა, ოღონდ თვითონ შენიშვნა არ მიიღოს და არ აინტერესებს, რომ ცუდად ვარო.
მოგვიანებით, მიშას, ნიკას და ანის დიდ ოთახში მიეძინათ, სირენა მეორედ ჩაირთო. ნაწყენმა ლევანმა მეგობრებს უსაყვედურა, გკიდივართო. ანი ატირდა, იმის გამო რომ სირენა დასვენების საშუალებას არ აძლევდა.




0 commentaires: