lundi 5 mai 2008

ანი იოლად პატიობს ლევანს

ანის ლევანის მის მიმართ დამოკიდებულება არ მოსწონს, თუმცა ამაში საკუთარ თავს ადანაშაულებს. მოსაწევ ოთახში ანიმ ნინოსთან დაიჩივლა, რომ ლევანს უკვე ზედმეტები მოსდის მასთან ურთიერთობაში. ეს კი იმის ბრალია, რომ ანი ადვილად პატიობს ლევანს და წყენას მალე ივიწყებს. ნინო ანის დაეთანხმა. მათ საუბარს ყური მოჰკრა ლევანმა და გოგოებს მოსაწევ ოთახში შეუერთდა. ლევანმა აღნიშნა, რომ ანის ვიღაცა აქეზებს მის წინააღმდეგ. ანის ეწყინა. მან განაცხადა, რომ თავისი აზრი აქვს და სხვის ჭკუაზე არ დადის. საუბარში აღმოჩნდა, რომ ლევანიც ნაწყენია ანიზე. ანიმ მას შესარიგებლად ნეკი გაუწოდა. ანიმ და ლევანმა გასული კვირა ერთმანეთთან შერიგებით დაასრულეს.

0 commentaires: