
აკადემიაში გეგა ფალავანდიშვილის გამოჩენისთანავე ყველა მიხვდა, რომ ის კარგ ამბავზე არ იყო მისული. ლევანი დარწმუნებული იყო, რომ საქმე აერობიკაზე მათ დაგვიანებას ეხებოდა და არც შემცდარა. გეგა ფალავანდიშვილმა სტუდენტებს ახალი წესი გააცნო, ამიერიდან სასჯელი ფანების კონცერტზე არდაშვება აღარ იქნება. ლევანს პირველივე აუტსაიდერობის შემთხვევაში 1000 ხმა დააკლდება, ამან ლევანი ძალიან დააფიქრა და რექტორს ისიც ჰკითხა, პატიება არ იქნებაო.
მოგვიანებით, ანიმ ლევანი დაამშვიდა, მინუს 1000 ხმა არაფერს არ გადაგიწყვეტსო. ლევანმა ხუმრობით აღნიშნა, აერობიკა ეძახე და 1000 ხმა წამართვესო.


0 commentaires:
Enregistrer un commentaire