lundi 26 mai 2008

ლევანმა ოჯახი მოინახულა




ლევანმა მონატრებული ოჯახი ნახა. ის ცოტა ხნით მშობლიურ სახლს ეწვია. სახლის კართან მას საკუთარი პლაკატი დახვდა გაკრული.
ლევანმა დედა, მამა და ძმა მოინახულა. ძმამ მას მაისური მოუხატა და საწოლთან გაუკრა. მშობლებმა მისი ბავშვობა გაიხსენეს. მათ ლევანს მუსიკალური ნიჭი 4 წლის ასაკში აღმოუჩინეს, თუმცა სიჯიუტის გამო მას მუსიკალური განათლება არ მიუღია. მიუხედავად ამისა, ის ფორტეპიანოზეც უკრავს და გიტარაზეც. დაკვრა დამოუკიდებლად ისწავლა და ნოტების კითხვაც არ იცის.
გარეთ ლევანს ფანების მცირე გუნდი შეძახილებით შეხვდა.

0 commentaires: