vendredi 2 mai 2008

ლევანი კონცერტზე გიტარით გამოვა



ლევან დობაძიშვილმა პედაგოგებს სთხოვა, რომ კონცერტზე სიმღერის შერულების დროს მისთვის გიტარით გამოსვლის უფლება მიეცათ.ვოკალის პედაგოგმა ნინო ჩაჩავამ ჯერ მოუსმინა ლევანს და დარწმუნდა, რომ ლევანს გიტარაზე დაკვრა კარგად გამოუვიდოდა. ლევანმა პედაგოგისგან რჩევები მიიღო და მისი წასვლის მერე ვოკალის ოთახში ჩაიკეტა და თითქმის დაძინებამდე ვარჯიშობდა იმისთვის, რომ გიტარის ხმა ფონოგრამის მუსიკისთვის შეეწყო. მიშა სულუხიას ეჭვი შეეპარა, რომ ლევანი გიტარის დაკვრას და სიმღერას ერთდროულად მოახერხებდა. მისი აზრით, ლევანი მთელს ემოციებს გიტარაზე გადაიტანდა და სიმღერაზე ყურადღებას მოადუნებდა. მიუხედავად ამისა, ლევანი მაინც გიტარით აპირებს კონცერტზე გამოსვლას.

0 commentaires: